მოციმციმე არითმია

გულის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე  გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც   მონაწილეობა  ყველას შეუძლია. 

ქალები და გულ-სისხლძართვთა დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) ქალთა სიკვდილიანობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 8.6 მილიონზე მეტი ქალი იღუპება, რაც სიკვდილიანობის გლობალური ტვირთის 1/3-ს შეადგენს და  აივ ინფექციით, ტუბერკულოზითა და მალარიით გამოწვეული ლეტალობის საერთო ჯამს აღემატება. 

ფიზიკური აქტივობა

გულის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება.  ეს დღე  გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც   მონაწილეობა  ყველას შეუძლია.

 

 

 

ინსულტი

თავის ტვინის ინსულტის საფუძველი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შეფერხებაა. ინსულტი გადაუდებლივ სამართავ მდგომარეობას წარმოადგენს და მის გამოსავალს სამედიცინო მომსახურების დაწყების დროულობა განსაზღვარავს. 

გულის დაავადებები

სიმპტომები

გულის დაავადებათა სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სახეობაზე.

გულის ათეროსკლეროზული დაავადებები

სიმპტომები შესაძლოა იყოს განსხვავებული ქალებსა და მამაკაცებს შორის. მაგალითად, მამაკაცებს უფრო ხშირად აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის მიდამოში; ქალებში სჭარბობს სხვა ხასიათის სიმპტომატიკა - დისკომფორტი გულმკერდის მიდამოში, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი, გულისრევა, ძლიერი საერთო სისუსტე.

ჰიპერტენზია - მაღალი წნევა

სისხლის წნევა რეგისტრირდება ორი ცვლადის საშუალებით - სისტოლური წნევა და დიასტოლური წნევა.

სისტოლური წნევა მთელს ორგანიზმში სისხლის გადასროლისათვის საჭირო ძალას ქმნის, ხოლო დიასტოლური წნევა - სისხლძარღვთა რეზისტენტობის (წინააღმდეგობის) შედეგია.

ორივე სიდიდე გამოისახება ვერცხლისწყლის სვეტის (mm Hg) მილიმეტრებში.

რას წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები?

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს გულის კორონარულ დაავადებას–მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებროვასკულურ დაავადებას–თავის ტვინის ინსულტი, მომატებულ არტერიულ წნევას (არტერიული ჰიპერტენზია), გულის რევმატულ და თანდაყოლილ  სარქვლოვან დაავადებებსა და  გართულების სახით-გულის უკმარისობას. გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი ქცევითი  რისკის ფაქტორებია: თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის საზიანო მოხმარება.

კარდიოვასკულური დაავადებები 2014
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელების თავისებურებები, 2013

 

გულ-სისხლძართვთა დაავადებების გავრცელების თავისებურებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და რისკის ფაქტორები გავრცელების თავისებურებები მსოფლიოში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ), სადღეისოდ განიხილება, როგორც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში. 2008 წელს აღწერილი 17 მილიონზე მეტი სიკვდილის შემთხვევიდან, 3 მილიონზე მეტი რეგისტრირებულია 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში და ამ შემთხვევათა უმეტესი ნაწილის პრევენცია იყო შესაძლებელი.

ჰიპერტენზიის პრევენციისა და კონტროლის გლობალური პროგრამის დანერგვა