შაქრიანი დიაბეტით ავადობის თავისებურებები, 2014
14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეა

დიაბეტთან ბრძოლის დღედ 14 ნოემბერი არჩეულია კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის პატივსაცემად, რომელიც დაბადებული იყო 1891 წლის 14 ნოემბერს. 1922 წელს ახალგაზრდა ფრედერიკ ბანტინგმა პირველი ადამიანი გადაარჩინა, როდესაც ინსულინის ინექცია გაუკეთა დიაბეტის იუვენილური ფორმით დაავადებულ 14 წლის ყმაწვილს. ნაცვლად იმისა, რომ დაეპატენტებინა ინსულინი და ზღაპრულად გამდიდრებულიყო, ბანტინგმა ყველა უფლებები ტორონტოს უნივერსიტეტს გადააბარა.

შაქრიანი დიაბეტი

1)   რას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი

ტერმინი „შაქრიანი დიაბეტი“  მრავლობითი ეტიოლოგიის ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს ნიშნავს, რომლისთვის დამახასიათებელია ქრონიკული ჰიპერგლიკემია ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის დარღვევებით ინსულინის სეკრეციის და/ან ინსულინის მოქმედების დარღვევის შედეგად.  შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაცია მოიცავს ოთხ კლინიკურ კლასს:

შაქრიანი დიაბეტის გავრცელების თავისებურებები

მსოფლიოში გავრცელების თავისებურებები. დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 8.3% - 382 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია დიაბეტით, რომელთაგან დაახლოებით 46%-ს არ აქვს დასმული დიაგნოზი

შაქრიანი დიაბეტის კონტროლის ეროვნული სტრატეგია

წინასიტყვაობა

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა, ახასიათებს სისხლში გლუკოზის დონის მატება, რაც პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი დეფიციტის ან არსებული ინსულინის არაეფექტური გამოყენებისას ვითარდება1. განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის სამ ძირითად ტიპს: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და გესტაციური შაქრიანი დიაბეტი.