საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების 2014 წლის ტენდენციები
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

1.    რას წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები?

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება:

▫          პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების ავადმყოფობები

▫          საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავადმყოფობები

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა გავრცელების თავისებურებები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდებ დაავადებათა 2010 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები სიკვდილიანობის მეოთხე ძირითად მიზეზს (დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით კარდიოვასკულური, სიმსივნური და ფილტვის ქრონიკულ- ობსტრუქციული დაავადებების შემდეგ) წარმოადგენს. i

როგორ მოვიხმაროთ ნაკლები სუფრის მარილი?

მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების რეკომენდირებული ნორმაა 6 გრამი დღე–ღამეში. რეალურად, მოზრდილთა უმეტესი ნაწილი გაცილებით მეტ მარილს მოიხმარს.

მითი და სინამდვილე მარილთან დაკავშირებით

მითი 1: ჩემს ულუფას დამატებით მარილს არ ვამატებ, ამდენად, მარილის ჭარბ რაოდენობას არ მოვიხმარ.

სინამდვილე: მოხმარებული მარილის თითქმის 75%-ს ადამიანები  იმ პროდუქტებიდან ღებულობენ, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, როგორიცაა პური, ყველი და სხვა მზა პროდუქტები, ასე რომ, ადამინების უმრავლესობა მარილის ჭარბ რაოდენობას მოიხმარს გაცნობიერების გარეშე.

მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში

ცნობილია, რომ მარილის ჭარბი მოხმარება მოზრდილ პირებში დაკავშირებულია წნევის მომატებასთან. ანალოგიური მტკიცებულებები არ მოიპოვება ბავშვების დღიურ რაციონში მარილის დიდი რაოდენობით არსებობის სადემონსტრაციოდ ისეთი დაავადებების განვითარების მხრივ, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, რესპირატორული დაავადებები, მ.შ.ბრონქული ასთმა, კუჭის კიბო, სიმსუქნე.

ტრანს - იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა

ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, მაქსიმალურად იზღუდება ტრანს-ცხიმების გამოყენება კვებით ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღებით გამოწვეული დაავადებების სიმძიმით.

ცხიმოვანი მჟავები ორი ტიპისაა: ნაჯერი და უჯერი. უჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან შედარებით ფართოდაა გავრცელებული ოლეინის, ლინოლის და ლინოლენის მჟავები. მცენარეული ცხიმები ძირითადად უჯერია და თხევადი კონსისტენციისაა. ცხოველური (ძროხის, ცხვრის, ღორის) ცხიმები და მათი პროდუქტები შეიცავენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს და მყარი კონსისტენციისაა (გამონაკლისია თევზის ქონი).

მარილის ჭარბი მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგია

მარილის ჭარბი მოხმარება გლობალური პრობლემაა, მსოფლიოს მოსახლეობის 75% მოიხმარს რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს. მსოფლიოში 2,3 მილიონი კარდიული სიკვდილი უკავშირდება მარილის ჭარბ მოხმარებას, მ.შ. 1 მილიონი შემთხვევა აღწერილია 69 წლის და უფრო დაბალ ასაკობრივ კატეგორიში. ამერიკის გულის ასოციაციის 2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10 ადამიანიდან ერთი კვდება კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობის გამო.