ენდოკრინული დაავადებებით ავადობის თავისებურებები, 2014
ენდოკრინული დაავადებები

1)    რას წარმოადგენს ენდოკრინოლოგიური დაავადებები?

ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა კლასია გამოწვეული ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით. მათ საფუძვლად უდევთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ჰიპერფუნქცია,  ჰიპოფუნქცია ან დისფუნქცია.

ენდოკრინული სისტემის დაავადებათა გავრცელების თავისებურებები

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2013 წლის ბოლოს ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით გამოწვეული დაავადებების დიაგნოზით პოლიკლინიკური დახმარება გაეწია 199537 ადამიანს, სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზი აღრიცხულია 66824 შემთხვევაში, 100000 მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი 4446, ხოლო ავადობის - 1489,2 იყო.

სიმსუქნის პრევენციის სტრატეგია საქართველოში

წინასიტყვაობა.  სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მთავარი რისკ-ფაქტორებია ისეთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებებისათვის, როგორიცაა კარდიო-ვასკულური დაავადებები, სიმსივნე და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.