ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი 2014
ფსიქიური და ქცევითი აშლილობების გავრცელების თავისებურებები

მსოფლიოში, ფსიქიკური პრობლემებით დაავადებულთა რიცხვი 450 მლნ აღწევს. საერთო ავადობის ტვირთში შიზოფრენია, დეპრესია, ეპილეფსია, დემენცია, ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება და სხვა ფსიქიკური და ნევროლოგიური მდგომარეობები 13%–ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა პროგნოზით, 2030 წლისათვის საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში, დაავადებათა ტვირთის მხრივ დეპრესია გახდება მეორე მიზეზი