კიბოს მსოფლიო დღე 2017: ჩვენ შეგვიძლია... მე შემიძლია…
რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

საშვილოსნოს ყელი არის ორგანო, რომელიც საშვილოსნოს საშოსთან აკავშირებს. საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა. ეს ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია რეგულარული სკრინინგითაა შესაძლებელი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

კლინიკათა უმეტესობაში, სიმსივნური დაავადების მკურნალობის მეთოდის შესარჩევად, მოქმედებს სპეციალისტთა მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც მოიცავს:

  • კლინიკურ ონკოლოგს (ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის სპეციალისტი)
  • ქირურგს, რომელიც სპეციალიზებულია გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე (გინეკოლოგი ან გინეკო-ონკოლოგი)
  • პათოლოგ–ანატომს
  • რადიოლოგს
საშვილოსნოს ყელის კიბოს სახეები

ბიოფსიის შედეგების შემდეგ, მნიშვნელოვანის კიბოს გავრცელების შესწავლა,რაც განსაზრვრავს მის სახეს

არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს ორი ძირითადი ტიპი:

  • ბრტყელუჯრედოვანი კიბო - 80%
  • ადენოკარცინომა - 15 - 20%. ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტიკა სკრინინგული ტესტებით შეიძლება იყოს უფრო რთული, რადგან იგი  საშვილოსნოს ყელის არხში ვითარდება.
კიბოთი ავადობის თავისებურებები საქართველოში, 2014
ონკოლოგიურ დაავადებათა ტვირთი მსოფლიოში
რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

საშვილოსნოს ყელი არის ორგანო, რომელიც საშვილოსნოს საშოსთან აკავშირებს. საშვილოსნოს ყელის კიბო საშვილოსნოს ყელის ქსოვილის უჯრედების ავთვისებიანი გადაგვარებაა. ეს ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობით ხასიათდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია რეგულარული სკრინინგითაა შესაძლებელი.

კურსი - „სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში“

2014 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ზუგდიდის რაიონში განხორცილდა პროექტი „სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში“, რომელიც მიზნად ისახავდა სოფლის ამბულატორიის პერსონალის (ექიმი, ექთანი) ტრენინგს. სამედიცინო პერსონალის განათლება განხორციელდა „ონკოპრევენციის ცენტრისა“ და „ჩეხეთის კარიტასის“ თანამშრომლობით. სასწავლო კურსს, რომელიც

ონკოლოგიური დაავადებები

1)      რა არის კიბო (ონკოლოგიური დაავადებები)? 

კიბო ზოგადი ტერმინია და ის აერთიანებს დაავადებათა დიდ ჯგუფს, რომელიც შესაძლოა განვითრდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილში. მათ ასევე მოიხსენიებენ როგორც ავთვისებიან/ონკოლოგიურ დაავადებებს[1].

ძუძუს კიბო

ძუძუს კიბოს ავადობა და სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე

მსოფლიოს შერჩეულ რეგიონებში, 2012

სარძევე ჯირკვლის კიბო გლობალურად მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს, ხოლო ქალთა შორის ის პირველ ადგილზეა. 2012 წელს ექსპერტთა შეფასებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1.67 მილიონი (ახალი შემთხვევების

ფილტვის კიბო

ფილტვის კიბო მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულების მანძილზე  ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებად რჩება. ექსპერტთა შეფასებით, 2012 წელს ფილტვის კიბოს 1.8 მლნ. ახალი შემთხვევა (ახალი შემთხვევების 12.9%

კოლორექტალური კიბო

კოლორექტალური კიბოთი ავადობა მამაკაცთა შორის ავადობის 746000 ახალი შემთხვევით (კიბოთი ავადობის 10%) მესამე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის მეორე ადგილზე 614000 ახალი შემთხვევით (ავადობის 9.2%). შემთხვევების თითქმის 55% მაღალგანვითარებულ რეგიონებში ვლინდება.  

ღვიძლის კიბო

ღვიძლის კიბო განსაკუთრებით დიდ პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის, სადაც, არსებული შეფასების მიხედვით, 2012 წელს მსოფლიოში დიაგნოსტირებული 782 000 ახალი შემთხვევიდან  83% გამოვლინდა. 2012 წელს მამაკაცებში გამოვლენილი 554 000 და ქალებში დიაგნოსტირებული 228 000 ახალი შემთხვევით იგი მამაკაცთა შორის მეხუთე ადგილზეა

პროსტატის კიბო

მსოფლიოში პროსტატის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, ხოლო მამაკაცთა შორის ის მეორე ადგილზეა. ექსპერტთა შეფასებით, 2012 წელს 1.1 მლნ. მამაკაცი იყო დიაგნოზირებული პროსტატის კიბოთი, რაც მამაკაცებში გამოვლენილ ონკოლოგიურ დაავადებათა 15%-ს შეადგენს; 

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო 2012 წელს გამოვლენილი 528,000 ახალი შემთხვევით ქალთა შორის მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, ხოლო კიბოთი საერთო ავადობაში მეშვიდე ადგილზეა. ისევე, როგორც ღვიძლის კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალური ავადობის უდიდესი ტვირთი 

კუჭის კიბო

ექსპერტთა შეფასებით, კუჭის კიბოს ავადობა თითქმის ერთი მილიონი (952 000 შემთხვევა, საერთო შემთხვევების 6.8%) ახალი შემთხვევით 2012 წელს მეხუთე ადგილზეა  ფილტვის, ძუძუს, კოლორექტალური და პროსტატის კიბოს შემდეგ.

საყლაპავის კიბო

საყლაპავის კიბოს ავადობა 2012 წელს სავარაუდოდ გამოვლენილი 456 000 ახალი შემთხვევით (ონკოლოგიურ დაავადებათა საერთო ავადობის 3.2%) მერვე ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის და სიკვდილიანობა მეექვსე ადგილზე სიკვდილის დაახლოებით 400 000 შემთხვევით (კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 4.9%). 

ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელების თავისებურებები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „გლობალური კიბოს“ (GLOBOCAN) პროექტის შეფასებით 2012 წელს მსოფლიოში კიბოს 14.1 მლნ. ახალი და გარდაცვალების 8.2 მლნ. შემთხვევა გამოვლინდა. გლობალურად, კიბოთი დაავადებული 32.6 მლნ. ადამიანი ცხოვრობს

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია და მართვა:კომპლექსური მიდგომა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომა ამ პრობლემისადმი კომპლექსურია და მოიცავს ღონისძიებებს მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე – მულტიდისციპლინარული, სათემო განათლების, სოციალური მობილიზაციის, ვაქცინაციის, სკრინინგის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის სახით.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე

2014 წლის აპრილში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის სტრატეგიის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) განიხილა აპვ-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული კვლევები და მოვლენები, რის საფუძველზეც  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის აქამდე რეკომენდებული აპვ-ს ვაქცინაციის გრაფიკი შეცვალა. კერძოდ, კვლევებზე

კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია

კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი ხედვა: საქართველოში ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს უნდა ჰქონდეს გადარჩენის მაქსიმალური შესაძლებლობა და ცხოვრების ხარისხიანი წლები კიბოს კონტროლის სტრატეგიის პროფესიონალური ორიენტაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც კიბოს ინციდენტობა პირველადი პრევენციის ღონისძიებების გატარებით შესაძლოა 30%-ით შემცირდეს.

ონკოლოგიურ პაციენტთათვის სიცოცხლის ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება

სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ონკოლოგიურ დაავადებათა გავლენის შეფასება და მასზე ადეკვატური რეაგირება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტთა და მათი ოჯახების სიცოცხლის ხარისხს.

კიბოს მსოფლიო დეკლარაციის  მიზნებს 2025 წლისათვის შეადგენს: