პირის ღრუს დაავადებები

1)   რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?

პირის ღრუს დაავადებებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე  დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. პირის ღრუს პათოლოგიებიდან ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული იყო კარიესი და პარადონტოზი. 

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოვეწლიურად 20 მარტს აღინიშნება. მისი მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კბილების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.

შაქარი და პირის ღრუს ჯანმრთელობა

თავისუფალი შაქრები სტომატოლოგიური დაავადებების, მაგალითად კბილების კარიესის განვითარების დიდ რისკს წარმოადგენენ. სტომატოლოგიური დაავადებები ფართოდ გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული, ისინი კვლავაც იწვევენ მოსახლეობის ფუნქციურ შეზღუდვას კბილების დაკარგვთა და ტკვილით გამოწვეული დისკომფორტის გამო.

პირის ღრუს ჯანმრთელობაში ჩადებული ინვესტიცია ჯანმრთელობის საწინდარია!

მიუხედავად მნიშვნელოვანი მიღწევებისა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში, პირის ღრუს ორგანოებისა და ქსოვილების პათოლოგიების პრევენცია და კონტროლი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აქტუალურ თემად მსოფლიოში. პირის ღრუს დაავადებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. პირის ღრუს პათოლოგიებიდან ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული იყო კარიესი და პარადონტოზი. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი, კბილის კარიესი აღენიშნება მოსწავლეების 60–90%–სა და მოზრდილთა უმრავლესობას.

პირის ღრუს ჯანმრთელობა და სწავლა

პირის ღრუს ჯანმრთელობის დაბალ ხარისხს შეიძლება ჰქონდეს საზიანო ეფექტი ბავშვთა ცხოვრების ხარისხზე, სწავლაში მოსწრებასა და ცხოვრებისეულ წარმატებაზე. მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ყოველდღიურად აწუხებს კბილის ტკივილი, დენტალური ქრონიკული აბსცესი, ღეჭვის გაძნელება, უხერხულობა დაზიანებული კბილების გამო, სწავლისა და თამაშისაგან დისტანცირება.