შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, 2014
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები

1. რას წარმოადგენს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები?

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები ჯანმრთელობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2011 წელს მსოფლიოში სიკვდილიანობის 2% შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა ჯგუფზე მოდიოდა.[i]

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა გავრცელების თავისებურებები

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები ჯანმრთელობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2012 წელს, მსოფლიოში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებით გარდაცვალების 1194716 შემთხვევა აღირიცხა, რაც საერთო სიკვდილიანობის 2,1% შეადგენს. შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევათა უდიდესი წილი თირკმლის დაავადებებზე მოდის. 2012 წელს მსოფლიოში თირკმლის დაავადებებით გარდაცვალების 864000 შემთხვევა აღირიცხა, რაც საერთო სიკვდილიანობის 1,6% შეადგენს.

თირკმლის დაავადებები დიაბეტის დროს

თირკმლის უკმარისობის პრობლემა

აშშ-ში ყოველწლიურად 100,000 ადამიანზე მეტი დიაგნოსტირებულია თირკმლების უკმარისობით  - მძიმე მდგომარეობით, როდესაც თირკმელს არ შეუძლია ორგანიზმის მავნე პროდუქტებისაგან განთავისუფლება. თირკმლის უკმარისობა თირკმელების ქრონიკული დაავადებების საბოლოო სტადიაა. დიაბეტი თირკმლების უკმარისობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც ახალი შემთხვევების თითქმის 44%-ს შეადგენს. მაშინაც კი, როდესაც დიაბეტი კონტროლირებადია, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების ქრონიკული დაავადებები და თირკმლების უკმარისობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის 24 მლნ. ადამიანს აქვს დიაბეტი და დაახლოებით 180,000 ადამიანი ცხოვრობს დიაბეტის შედეგად გამოწვეული თირკმლის უკმარისობით. 2005 წელს, ამერიკის  შეერთებული შტატებს თირკმლის უკმარისობაზე გაწეული ხარჯები თითქმის 32 მილიარდ ამერიკულ დოლარს  შეადგენდა.

თირკმლის დაავადებები მომატებული არტერიული წნევის მქონე პაციენტებში

როგორ მოქმედებს მომატებული წნევა თირკმლის ფუნქციაზე?

მაღალი არტერიული წნევის გამო ზიანდება ორგანიზმის მთელი სისხლძარღვოვანი სისტემა, მათ შორის თირკმლის სიხლძარღვები, რის გამოც თირკმლის გამომყოფი ფუნქცია უარესდება, ორგანიზმში რჩება სითხის დიდი რაოდენობა, რაც, თავის მხრივ კიდევ უფრო მაღლა წევს წნევას და ასე იქმნება ე.წ.მანკიერი წრე.

მაღალი არტერიული წნევა არის რიგით მეორე მიზეზი, თირკმლის უკმარისობისას