პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში - მოკლე მიმოხილვა 2016

პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში - მოკლე მიმოხილვა 2016

დედათა სიკვდილიანობის ეპიდკვლევის შედეგები 2014

 

დედათა სიკვდილიანობის ტენდენციები საქართველოში

 

დედათა სიკვდილიანობის ეპიდკვლევა 2013

შესავალი

ათასწლეულის განვითარების მე-5 მიზანი: დედათა სიკვდილიანობის ¾-ით შემცირება

დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ათასწლეულის  მე-5 მიზნის შეფასების ინდიკატორს წარმოადგენს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დედათა სიკვდილიანობას განმარტავს, როგორც ქალის  სიკვდილს, ორსულობისას ან ორსულობის დასრულებიდან  42 დღის განმავლობაში (ორსულობის ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის მიუხედავად), რომელიც გამოწვეულია ორსულობასთან დაკავშირებული ან ორსულობისა და მისი მართვის შედეგად გამწვავებული ნებისმიერი მიზეზით, მაგრამ არა უბედური შემთხვევისა ან შემთხვევითი გარემოებით. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-10 გადახედვის მიხედვით, დაავადებათა კლასიფიკაციის სისტემაში შემოღებულ იქნა ახალი კონცეფცია, დედათა გვიანი სიკვდილიანობის შესახებ (ორსულობის დასრულების 43-ე დღიდან ერთი წლის განმავლობაში–WHO, 2004)