ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week -WBW 2017)

ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული  ყოველი წლის 1-7 აგვისტოს აღინიშნება. მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, ბავშვთა ჯანმრთელობის მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიის, ხელშეწყობის მიზნით. ძუძუთი ექსკლუზიური კვება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან აღინიშნება  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა ომის საშიშროებისაგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2006 წლიდან აღინიშნება. წელიწადის მესამე თვე და რიცხვი 21 დაუნის სინდრომის აღსანიშნავად შემთხვევით არ შერჩეულა: დაუნის სინდრომი ეს 21-ე ქრომოსომის ტრისომიაა.  

თირკმლის მსოფლიო დღე 2017

თირკმლის მსოფლიო დღეს საფუძველი ჩაეყარა ნეფროლოგთა საერთაშორისო საზოგადოებისა და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივით. იგი 2006 წლიდან ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს, მსოფლიოს 100 ქვეყანაში აღინიშნება.

გლაუკომის მსოფლიო კვირეული 2017

გლაუკომის მსოფლიო  კვირეული აღინიშნება ა.წ. 12-18 მარტს.

კვირეულს, გლაუკომის მსოფლიო ასოციაციისა WGA (World Glaukoma Association) და გლაუკომის მქონე პაციენტთა მსოფლიო ასოციაციიის WGPA (World Glaukoma Patient Association) ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი და ბოლო 8 წლის მანძილზე დიდი წარმატებით ტარდება. აღნიშნული ორგანიზაციების მიზანს გლაუკომით გამოწვეული სიბრმავის მინიმუმამდე დაყვანა და გლაუკომით დაავადებული პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე, 2017

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე  (Rare Disease Dayმსოფლიოს მასშტაბითყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება.

იშვიათი დაავადებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია ევროპამ დაიწყო, თუმცა ის ნელ-ნელა საერთაშორისო მოვლენა გახდა.

29 მარტი - დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“

საქართველოში ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება დღე ,,საქართველო თამბაქოს გარეშე“.

აღნიშნული დღის წლევანდელი თემა  „თამბაქოსაგან თავისუფალ სამასპინძლო სექტორს“ მიეძღვნება.

მსოფლიოში 1 მილიარდი მწეველია, თამბაქოს მოხმარება  კი სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია.[i] 6 მილიონი! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,  საშუალოდ ყოველ 6 წამში 1 ადამიანი - ეს იმ ადამიანთა რაოდენობაა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად თამბაქოსთან დაკავშრებული მიზეზებით იღუპება.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

2016 წლის 28 სექტემბერს მეათედ აღინიშნება ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დევიზით: განათლება. ვაქცინაცია. ლიკვიდაცია. ეს დევიზი ხაზს უსვამს ორ ქმედებას - განათლება და ვაქცინაცია, რომლებიც უზრუნველყოფენ 2030 წლისთვის ადამიანის ცოფის ვირუსით დაინფიცირების თავიდან აცილების შესაძლებლობას ძაღლთან კონტაქტის შედეგად.

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად სუიციდის მიზეზით 800000 ადამიანზე მეტი იღუპება ე.ი. ყოველ 40 წამში ერთი პერსონა, 25- ჯერ მეტს  კი  თვითმკვლელობის მცდელობა აქვს.

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება 1 ივნისს. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ.  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა ომის საშიშროებისაგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე - 17 მაისი, 2016

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ- ფაქტორის - არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე - 24 მარტი, 2016

1982 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882).

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მთელს მსოფლიოში, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

მარილის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის კვირეული: 29 თებერვალი – 6 მარტი, 2016

მსოფლიო აქტივობა: “მარილი და ჯანმრთელობა“-ს მისიის ძირითადი გზავნილი ერთგვარად ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგულაციას მარილის მოხმარების დღიური ნორმის შესახებ, რაც 6 გრამს შეადგენს და ბევრად ნაკლებია პოპულაციათა უმრავლესობაში მარილის მოხმარების მაჩვენებელზე.

კიბოს მსოფლიო დღე - 4 თებერვალი
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული, 24-30 იანვარი

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ევროპის მასშტაბური ინიციატივაა, რომელსაც უძღვება ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაცია(ECCA).

თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვე

2016 წელს თანდაყოლილი ანომალიების პრევენციის თვის თემაა ,,გავაკეთოთ სწორი არჩევანი  თანდაყოლილი ანომალიების პრევენციისათვის“, რომლიც მთავარი მიზანია არ დაიკარგოს წინა წლებში მიღწეული წარმატებები, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხის შესახებ და განხორციელდეს ეფექტური ინტერვენციები სოციალური ჯგუფების, ჯანდაცვის სისტემისა და  სახელმწიფოების დონეზე.

3 დეკემბერი - შშმ პირთა საერთაშორისო დღე

2015 წლის 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება შემდეგი თემებით:

  • შეიქმნას ყველასათვის ხელმისაწვდომი და ღია გარემო
  • მოხდეს  შშმ პირთა სტატისტიკური მონაცემების დახვეწა

ყოვეწლიურად გაეროს 47/3 14 დეკემბრის 1992 წლის რეზოლუციის თანახმად მსოფლიოში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც  ხელს უწყობს ამ საკითხისადმი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. საქართველოც ყოველწლიურად უერთდება ამ დღეს სხვადასხვა ღონისიებებით.

25 ნოემბერი - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

2015 წლის 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად, ქმედების დროა.“

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია, იწყება 25 ნოემბერს და გრძელდება 10 დეკემბრამდე - ადამიანის უფლებების დაცვის დღემდე, მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.[1]

ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე - 18 ნოემბერი 2015 წელი

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ფილტვის ქრონიკულ, ობსტრუქციულ დაავადებასთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის (GOLD) ძალისხმევით დაარსდა და  პირველად 2002 წელს გაიმართა. დღის მიზანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს.  ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები მთელ მსოფლიოში ატარებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2015

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილიდან მილიონამდე 5-წლამდე ასაკში იღუპება.

15 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის დღე

201წლის 1ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია „დროა გვახსოვდეს! ვუთხრათ უარი  საგზაო კრიმინალს“

2015 წელს საგაზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის სამოქმედო 2011–2020 დეკადის მეხუთე  წელიწადს, კამპანია გზით მოსარგებლეების ინფორმირებულობასა და რისკის შემცველი ქცევების შემცირებას  ეძღვნება. 

14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღე

14 ნოემბერს ყოველწლიურად დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება და იგი მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდას დაავადებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესახებ და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხი  გააუმჯობესონ.

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 25 – 31 ოქტომბერი

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–31 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კვირეულზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ტყვიის შემცველ საღებავებზე.

15 ოქტომბერი - ახალშობილთა საერთაშორისო ხსოვნის დღე

15 ოქტომბერს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა პერინატალური დანაკარგების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს იმ ბავშვებს ხსოვნას, რომლებიც გარდაიცვალენ მუცლადყოფნის პერიოდში ან დაბადებისთანავე. ბავშვის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა არა მხოლოდ დედის და მისი ახლობლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, რაც დიდ მნიშვნელობას მატებს ამ დღეს. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზაცია მის მხარდასაჭერად.

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა

გულის მსოფლიო დღე  ყოველი წლის 29 სექტემბერს აღინიშნება.  ეს დღე  გულ-სისხლძარღვთა დაავადების (გსდ) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, რომლებშიც   მონაწილეობა ყველას შეუძლია.

ამ დღის პოპულარიზაცია უზრუნველყოფს გულისთვის ჯანმრთელი გარემოს შექმნას, ყველა ჩვენთაგანს   აძლევს შანსს გააკეთოს არჩევანი ჯანმრთელი გულის სასარგებლოდ და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების შემცირებას.

კონტრაცეპციის საერთაშორისო დღე 26.09.2015

კონტრაცეპციის საერთაშორისო დღე 

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

ძირითადი ფაქტები და ციფრები 

  • დასენიანებული საკვები იწვევს 200-ე მეტ დაავადებას. 
  • საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევია ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, ბიოტოქსინები  და სხვა ქიმიური ნივთიერებები.
  • საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ან/და ქრონიკული დაავადება.  დიარეით დაწყებული და კიბოთი დამთავრებული.
წყლის რესურსების მსოფლიო დღე

წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 22 მარტს აღინიშნება. მისი მიზანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სასმელი წყლის მნიშვნელობასა და წყლის რესურსების მართვის ადვოკატირებას. ეს დღე ყველას შეახსენებს, რომ ბუნებრივი რესურსები რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ და გავუფრთხილდეთ წყალს!

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი და ასევე ისინი, ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვაა.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოვეწლიურად 20 მარტს აღინიშნება. მისი მიზანია პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი კბილების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.[1]

პირის ღრუს მდგომარეობა გავლენას ახდენს როგორც ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე  სიცოცხლის ხარისხზე. როდესაც პირის ღრუ ჯანმრთელია, ადამიანი დაცულია ღრძილების დაავადებებისგან, კბილების დაკარგვისგან, პირის ღრუსა თუ ყელის კიბოსგან, ასევე, პირის ღრუს სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც ადამიანს ხელს უშლის  კბეჩისას, ღეჭვაში, მეტყველებაში, რაც, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.[2]

კიბოს მსოფლიო დღე 2015

კიბოს მსოფლიო დღე არაჩვეულებრივი ინიციატივაა, რომლის საშუალებითაც მთელ მსოფლიოს შეუძლია გაერთიანდეს კიბოს გლობალური გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი   ყოველწლიურად 4 თებერვალს იმართება.

მსოფლიო ჯანმრთელობის დღე 2014

კამპანიის შესახებ

ყოველწლიურად, 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსაღნიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ირჩევს თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე.

17 მაისი, 2014 - ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე

„იცოდე შენი წნევის შესახებ“

ყოველი წლის 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, იგი ეძღვნება მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას ჰიპერტენზიის, მისი გართულებებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ჰიპერტენზიის  მსოფლიო დღის  აღნიშვნა დამკვიდრდა და დაიწყო ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის (მჰლ) მიერ.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

1 ოქტომბერი, 2012

1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

10 ოქტომბერი, 2012

ყოველი წლის 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ფსიქიკურ ჯანმრთლობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

2013 წლის 20-26 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულს.

ტყვია კარგად ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მას აქვს უნარი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოიწვიოს ფართო სპექტრის ჯანმრთელობის დარღვევები, მათ შორის ნევროლოგიური ხასიათის, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება და  სხვა.

იშვიათი დაავადებები

იშვიათი დაავადებები ხასიათდებიან დაბალი სიხშირით (საშუალოდ 1 შემთხვევა 2000 მოსახლეზე) და ჰეტეროგენულობით. ვლინდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ პრობლემის შესახებ დაბალია; ცალკეული მათგანის დაბალი სიხშირის გამო,  არ წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტს, თუმცა იშვიათი დაავადებების შესახებ არსებობს პარადოქსი: „ერთის მხრივ,  თითოეული იშვიათი დაავადების სიხშირე მცირეა, თუმცა იშვიათი დაავადების მქონე პაციენტთა საერთო რიცხვი დიდია, რასაც იშვიათი დაავადებების მრავალფეროვნება განაპირობებს: დღეისათვის 5000-დან 8000-მდე იშვიათი დაავადებაა ცნობილი.