ზოგადი ინფორმაცია ადამიანის პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული დაავადებების და ვაქცინაციის შესახებ

ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

1 დეკემბრიდან დაიწყო 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია - ვიდეორგოლი

1 დეკემბრიდან დაიწყო 2008-2009 წელს დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია - ვიდეორგოლი

აპვ ვაქცინის დანერგვის შედეგად მიღებული ეფექტის მტკიცებულება - ნარჩევი კვლევები

ავსტრალია 

აპვ ვაქცინის იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში დანერგვის შემდეგ ახალგაზრდა ავსტრალიელ ქალთა შორის ადამიანის გენიტალური პაპილომა ვირუსის (აპვ) გენოტიპის გავრცელების შეფასება 
Osborne S, et al., Vaccine 2015; 33: 201-208.
http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0264410X14014352

ბანერი, ბუკლეტი და პოსტერი
აპვ რესურსთა კრებული - კითხვები და პასუხები

აპვ რესურსთა კრებული

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია; 2017 წელი, მაისი

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია;  2017 წელი, მაისი

შერჩევით ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებები
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათი

ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ინდივიდუალური ბარათი

ვაქცინა ეს არისპრეპარატი, რომელიც გამიზნულია ინფექციური დაავადებებისადმი აქტიური ხელოვნური იმუნიტეტის ფორმირებისათვის.

გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ დარგთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან

XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, უსაფრთხო საკვები და გარემო, ოჯახის დაგეგმარება და სხვა) იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს;
ვაქცინაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან – დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი B,
ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტუბერკულოზი, ცოფი, ყვითელი ცხელება, ტიფი, იაპონური ენცეფალიტი, ჩუტყვავილა, ადამიანის პაპილომა ვირუსი, მენინგოკოკი, ჰერპეს ზოსტერი და სხვა;

იმუნიზაციის პროგრამების საშუალებით ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყოველწლიურად თავიდან აცილებულია ბავშვთა სიკვდილის 3 მილიონამდე შემთხვევა, ხოლო 750 000 ბავშვი იქნა გადარჩენილი სიბრმავის, ინვალიდობის, გონებრივი ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი დარღვევებისგან;

2000-2013 წლებში მსოფლიოში წითელას კომპონენტიანი ვაქცინის პირველი დოზით
გლობალურმა მოცვამ 73%-დან მიაღწია 84%-ს, ხოლო მეორე დოზით მოცვა გაიზარდა 15%-დან 53%-მდე;

აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეშვეობით თავიდან იქნა აცილებული 15,6 მლნ წითელათი გარდაცვალების შემთხვევა;

მიუხედავად ამისა, ევროპის რეგიონშიც კი 2014 წელს რეგისტრირებულია წითელას 16 156 შემთხვევა, რაც ორჯერ ნაკლებია 2013 წელან შედარებით (32 174); დიდი ეპიდაფეთქებები იყო გერმანიაში, იტალიაში, ყირგიზეთში, ბოსნია – ჰერცოგოვინაში, საქართველოში; შემთხვევების 40%-ზე მეტი მოდის 20 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე;

ჯანმოს შეფასებით 2008 წელს მსოფლიოში 199,000 5 წლამდე ასაკის აივ უარყოფითი ბავშვი გარდაიცვალა ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ (ჰიb) ინფექციით და 476,000 პნევმოკოკური ინფექციით;

ამავე შეფასების მიხედვით, ყველა მიზეზით გამოწვეულ 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობაში 2% მოდის ჰიb ინფექციაზე, ხოლო 5% – პნევმოკოკურ ინფექციაზე.