ლუგარის ცენტრის ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის და გენომის შემსწავლელი დეპარტამენტი

ლუგარის ცენტრის ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის და გენომის შემსწავლელი დეპარტამენტში ფუნქციონირებს რამოდენიმე ლაბორატორია:

• პოლიომიელიტისა და სხვა ენტეროვირუსების ვირუსოლოგიური ლაბორატორია, რომელიც აკრედიტირებულია ჯანმოს მიერ და საქართველოს ნაციონალური ლაბორატორიის სტატუსით ჩართულია ჯანმოს ევროპის რეგიონის პოლიომიელიტის კვლევითი ლაბორატორიების ქსელში. 
• გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია, რომელიც 2007 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აღიარებულია საქართველოს გრიპის ნაციონალურ ცენტრად. 
• ქსოვილოვანი კულტურების ლაბორატორია, რომელიც 1981 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს და უჯრედული ხაზებით უზრუნველყოფს ვირუსოლოგიურ ლაბორატორიებს.