განსაკუთრებით საშიში პათოგენების ლაბორატორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩამოყალიბდა 1937 წელს შექმნილი შავი ჭირის

საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის ბაზაზე, შექმნის დღიდან მისი ფუნქცია იყო განსაკუთრებით

საში ინფექციებზე ზედამხედველობა, კერძოდ ბუნებრივ კერებზე ყოველწლიური მეთვალყურეობა,

გამომწვევების ცირკულაციის დროული დადგენა ბუნებრივ მტარებლებსა და გადამტანებში, საზღვაო

პორტებისა და აეროპორტების მუდმივი კონტროლი გარედან განსაკუთრებით საში ინფექციების

შესაძლო შემოტანის თავიდან აცილებისათვის, სამედიცინო სისტემის მუდმივი მზადყოფნის

უზრუნველყოფა ეპიდემიების შესაძლო აღმოცენების წინააღმდეგ საბრძოლველად.