გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით აქტივობებს სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსებზე.

ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს გრიპისმაგვარი დაავადებებისა და მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების კვლევის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში.

2007 წლიდან ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს საქართველოს გრიპის ნაციონალური ცენტრის სტატუსი და მისი ძირითადი მიზნებია: საქართველოში მოცირკულირე გრიპის ვირუსების მონიტორინგი; გრიპის ვირუსის ახალი ქვეტიპების დროული დეტექცია  – განსაკუთრებით პანდემიური საფრთხის მქონე ვირუსების; გრიპის შტამების მუდმივი გაზიარება ჯანმო-ს გრიპის კოლაბორაციულ ცენტრებთან ვაქცინის შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.

ლაბორატორია ახორციელებს გრიპის ვირუსებთან დაკავშირებულ კვლევებს, როგორიცაა გრიპის ვირუსების დეტექცია რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (Influenza A, H1, H3, H1p, H5, H7N9, Influenza B); გრიპის ვირუსების იზოლაცია უჯრედულ კულტურაზე (MDCK); სუბტიპირება ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების რეაქციით და სეკვენირება. 

სხვა რესპირატორული ვირუსების დეტექცია ხორციელდება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით. ამჟამად შესაძლებელია ისეთი რესპირატორული პათოგენების იდენტიფიკაცია, როგორიცაა: კორონავირუსები MERS-CoV, HKU, 229, 43, 63; პარაგრიპის ვირუსები 1, 2, 3, 4; ადამიანის მეტაპნევმოვირუსი A/ B; რინოვირუსი, რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი A/B; ენტეროვირუსი; პარექოვირუსი; ბოკავირუსი; ადენოვირუსი; მიკოპლაზმა პნევმონია.