საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების სტრატეგიული ფუნქციები
  • გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
  • ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან;
  • გარემოს, შრომის, სასმელი წყლის, საკვების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით;
  • დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა;