ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზჯანდაცვის რეგიონული დეპარტამენტი

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ფუნქციური ერთეულებია იმერეთისა და აჭარის სამმართველოები, სამეგელო–ზემო სვანეთის, გურიის, ფოთის, რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის , შიდა ქართლის, კახეთისა და სამცხე–ჯავახეთის განყოფილებები.

განყოფილებები წარმოდგენილია რეგიონალური სადიაგნოსტიკო (BSL – 2 დონე), ტუბერკულოზის ბაქტერიოსკოპული ლაბორატორიებით, და ეპიდემიოლოგიური ჯგუფით. მათი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში განსაკუთრებით საშიშ, სხვა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობა, დაავადების შემთხვევების, ეპიდაფეთქებებისა და სხვა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის არაკეთილსაიმედო სიტუაციების კვლევისას ლაბორატორიული სერვისის მიწოდება. 

განყოფილებებში ხორციელდება:

 

  • რეგიონში განსაკუთრებით საშიშ, სხვა გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობა და მონიტორინგი.
  • BSL – 2 დონის ლაბორატორიის ფუნქციონირება, მაღალხარისხიანი და კვალიფიციური ლაბორატორიული კვლევები ლაბორატორიული პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს ბიოუსფრთხოების დაცვით;
  • ლაბორატორიული ლოჯისტიკის, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯმენტის სამსახურების გამართული ფუნქციონირება;
  • განსაკუთრებით საშიში ინფექციების ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური ნიმუშების აღება, სინჯების მომზადება და გადაგზავნა შემდეგ დონეზე კვლევისათვის
  • ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ბაქტერიოსკოპული მეთოდით, ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
  • ლაბორატორიული – ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური - მომსახურების მიწოდება სამედიცინო სერვისის მიმწოდებლებისადმი;
  • სანიტარულ – მიკრობიოლოგიური და სეროლოგიური კვლევების შესრულება მუნიციპალური პროგრამებისათვის და სამედიცინო დაწესებულებებში სერვისის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კონტრაქტით თანამშრომლობა.
  • განყოფილებებში დანერგილია გადამდებ დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული (EIDSS) სისტემა.

 

სერვისები

ზოგადი ინფორმაცია ფასებთან დაკავშირებით

დაშვების პოლიტიკა