სეროლოგიური ლაბორატორია

დკსჯეც - ლუგარის ცენტრში ფუნქციონირებს სეროლოგიური ლაბორატორია. იგი პასუხისმგებელია პაციენტების ნიმუშებში მრავალი სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული პათოგენების ანტიგენებისა და მათი საწინააღმდეგო ანტიხსეულების დეტექციაზე. ამ ინფექციების ჩამონათვალში შედის ვირუსული ჰეპატიტები, აივ ინფექცია/შიდსი, წითელა, წითურა, როტავირუსები, სხვადასხვა ზოონოზური ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, მათ შორის ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, რიკეტსიოზები, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, ბორელიოზი, ბართონელოზი და მრავალი სხვა. ლაბორატორიაში ხდება, როგორც ნიმუშების პირველადი სკრინინგი, ასევე სხვა ლაბორატორიებიდან მიღებული ნიმუშების დამადასტურებელი ტესტირება.