ზოოენტომოლოგიური ლაბორატორია

ზოოენტომოლოგიური ლაბორატორია ახორციელებს პრაქტიკულ და კვლევით სამუშაოებებს განსაკუთრებით საშიში და სხვა ინფექციების გამომწვევების რეზერვუარების და გადამტანების (ვექტორების)  სახეობებების  გაცრცელების დასადგენად ქვეყნის ტერიტორიაზე. 

ჩვენს ქვეყანაში  შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა, ვაკე-მთისპირა, რომელიც მოიცავს დედოფლისწყაროს (ეგრეთწოდებული ჯეირანჩოლის ველი) და გარდაბნის  (ყარაიზის ველი) რაიონების მიმდებარე ტერიტორიებს. მაღალმთიანი კერა მოიცავს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონების მიმდებარე ტერიტორიებს. ვაკე-მთისპირა კერაში ძირითადი რეზერვუარია წითელკუდა მექვიშია- Meriones libicus- (Libian jird), ხოლო ძირითადი ვექტორებია რწყილები -Nosopsyllus laeviceps, Xenopsylla conformis, Nosopsyllus consimilis,  მაღალმთიან კერაში ძირითადი რეზერვუარია ჩვეულებრივი მემინდვრია- ხოლო ძირითადი ვექტორია -Callopsylla caspia.

ტულარემიის ბუნებრივი კერა მოიცავს  აღმოსავლეთ საქართველოს, ძირითადი რეზერვუარებია: წყლის ვირთაგვა-Arvicola terrestris (Ground (water) vole), ჩვეულებრივი მემინდვრია- Microtus arvalis (Comon vole), საზოგადოებრივი მემიდვრია- Microtus socialis (Social vole), ხოლო ვექტორებია - იქსოდისებური ტკიპები.

Xenopsylla conformis, Nosopsyllus laeviceps.

რა უნდა ვიცოდეთ რწყილების და ტკიპების შესახებ?
Entomology museum collection