ICD–10 (ასკ-10)

ICD–10 (ასკ-10) წარმოადგენს ავადმყოფობათა და ჯანმრთელობის პრობლემათა ფართოდ აღიარებულ ნომენკლატურას, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1992 წელს გამოიცა.

ასკ-ს მიზანს წარმოადგენს სისტემატიზებული რეგისტრაციის, ანალიზის, ინტერპრეტაციის პირობების შექმნა და სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში სხვადასხვა დროს მიღებული სიკვდილიანობის და დაავადებიანობის მონაცემთა შედარება. ასკ გამოიყენება ავადმყოფობათა დიაგნოზების და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიტყვიერი ფორმულირების გარდასაქმნელად ანბანურ-რიცხობრივ კოდად, რომლებიც მონაცემთა ადვილად შენახვის, მოპოვების და ანალიზის საშუალებას იძლევა. წარმოადგენს საერთაშორისო სადიაგნოსტიკო კლასიფიკაციის სტანდარტს ყველა ძირითადი ეპიდემიოლოგიური და ჯანდაცვის მრავალი სხვა მიზნისთვის. მოიცავს მოსახლეობის ჯგუფების ჯანმრთელობის ზოგადი სიტუაციის ანალიზს, ასევე ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სიხშირისა და გავრცელების მონიტორინგს, მათ კავშირს სხვადასხვა ფაქტორებთან, როგორიცაა ცალკეულ პირზე მოქმედების თავისებურება და გარემოებები.

ასკ შეიძლება გამოყენებული იქნას ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების კლასიფიცირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულია ჯანმრთელობასთან და მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაციაში. თავდაპირველად გამოიყენებოდა სიკვდილის მიზეზების კოდირებისთვის, შემდგომში მისი ჩარჩოები გაფართოვდა და მოიცვა დიაგნოზები ავადმყოფობათა სტატისტიკისთვის.