ჯანმრთელობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 35 03 02 11)

პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ განათლება და ცნობიერების ამაღლება, ასევე, ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა, რაც ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ფაქტორების უკეთესი კონტროლისა და გაუმჯობესების საშუალებას წარმოადგენს.

პროგრამის კომპონენტებია:

ა) თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება;

•  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს მოხმარების აკრძალვის/შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ და სამოქალაქო მობილიზაციის გაზრდა;

•  თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;

•  თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესება.

ბ) ჯანსაღი კვების შესახებ განათლება;

•  ჯანსაღი კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გაზრდა მოსახლეობაში.

•  მარილის და შაქრის მოხმარების შემცირების ხელშეწყობა;

გ) ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება;

•  ალკოჰოლის  რეკლამირების შემცირებისა  და ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის მომზადება;

•  მიზნობრივი ტრენინგების განხორციელება მედია წარმომადგენლებისთვის (1 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი მედიის სფეროდან 15-20 წარმომადგენლის დასწრებით, მ.შ. რეგიონული მედიის მონაწილეობით);

•  სოციალური მედიაკამპანია ფეისბუქ გვერდის მეშვეობით;

• ვიდეო რეკლამების გავრცელება ტელევიზიითა და სოციალური მედიით;

•  ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თემის აქტუალიზაცია და ცვლილებების მედია ადვოკატირება;

•  საგანმანათლებლო ბეჭდვითი მასალების მომზადება და გავრცელება; 

დ) ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა;

•  მტკიცებულებებზე  დაყრდნობით ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;

• სოციალური მედიაკამპანია (ფეისბუქის მეშვეობით ონლაინ გამოკითხვებში სამიზნე აუდიტორიების ჩართულობის უზრუნველყოფა); ინტერაქტიული აქტივობების წარმოება-გამოკითხვები, კითხვები, ყოველთვიური ვიქტორინის წარმოება ფეისბუქის გვერდზე; თემატური საგანმანათლებლო პოსტების მოძიება, ადაპტირება და განთავსება ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფეისბუქის გვერდზე - დღეში მინიმუმ 1 პოსტი და თვეში 1 სტატია; პროფესიონალური ვიზუალის შემუშავება და გავრცელება);

•  პერსონალური, რეალური ვიდეო ისტორიებისა და რგოლების გავრცელება სატელევიზიო და ინტერნეტ მედიით;

•  მტკიცებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ცენტრის თანამშრომელთა მიერ, ასევე ადგილობრივი სჯდ ცენტრების მიერ მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში;

•  მას-მედიის მობილიზება  და  ფიზიკური  აქტივობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები); 

ე) C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა; 

•  მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტის პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, პროგრამის წამოწყების, ბენეფიციარების, ჩართვის კრიტერიუმების და სერვისის მოცულობის შესახებ;

• რისკის ჯგუფების ინფორმირება, განათლება და ცნობიერების ამაღლება C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ამისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ;

• პროგრამის მოსარგებლეების სრულფასოვანი ინფორმირება მკურნალობის სქემისა და მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების შესახებ; წარმატებული მკურნალობის შემდგომ ხელახალი დაინფიცირების რისკებისა და პრევენციის შესახებ. 

ვ)  ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ნივთიერება დამოკიდებულების პრევენცია;

• ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ მტკიცებულებაზე დაფუძნებული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

• სოციალური მედიაკამპანია ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფეისბუქ-გვერდის და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი გვერდების საშუალებით;

•  ფსიქიკური ჯანმრთელობის მედია ადვოკატირება;

• საზოგადოებისთვის სათანადო მასალისა და გზავნილების შემუშავება, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და ნივთიერება დამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერებასა და სოციალურ ინკლუზიას შეუწყობს ხელს;

• 1 პერსონალური, რეალური ვიდეო ისტორიის და 1 სატელევიზიო ვიდეო-რგოლის მომზადება და გავრცელება;

• მედიის წარმომადგენლების მიზნობრივი ტრენინგი: მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების ცოდნის ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოებისთის სათანადო, არამასტიგმატიზირებელი მასალებისა და გზავნილების მოწოდებისათვის (1 სემინარი სატელევიზიო, რადიოს, ასევე ბეჭდვითი სფეროს 15-20 წარმომადგენლის მონაწილეობით, მათ შორის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის);

ზ) საგანმანათლებლო და საპოპულარიზაციო მასალების მომზადება/ბეჭდვა/გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი სჯდ წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ;

თ) მას-მედიის მობილიზება და ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის ადვოკატირება (ტვ და რადიო რეპორტაჟები, სტუმრობები, სტატიები). 3. დაფინანსების მეთოდოლოგია

ი) ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება. 

• სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან (სამინისტროების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური სექტორი);

• ცენტრის აპარატის ხარჯებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების მეთოდური დახმარება ჯანმრთელობის ხელშეწყობის ძირითად საკითხებზე;

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენელთა ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციის მეთოდოლოგიების შესახებ.

•  ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით სოციალური მედია