უსაფრთხო სისხლი (პროგრამული კოდი 35 03 02 04)

პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების უსაფრთხოების თანაბარი სტანდარტის უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით;

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • დონორული სისხლის B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექციაზე/შიდსზე და სიფილისზე კვლევის მხარდაჭერა;
  • ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფა;
  • უანგარო დონორების მხარდაჭერა და მათი მოზიდვის კამპანია.