აივ-ინფექცია/შიდსი (პროგრამული კოდი 35 03 02 08)

პროგრამის მიზანია აივ-ინფექციის/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა; აივ-ინფექციის/შიდსის გავრცელების შეფერხება; აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირება, ტესტით დადებითი სისხლის ნიმუშების დადასტურების მიზნით ჩაღრმავებულ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;
  • აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით (გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები)
  • აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით (გარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები)

ზემოაღნიშნული ღონისძიებებიდან ცენტრი ახორციელებს აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირების კომპონენტს, რაც მოიცავს ასევე ჩაღრმავებულ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას და სკრინინგისათვის აუცილებელი ტესტებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას.