დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (პროგრამული კოდი 35 03 02 09)

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა (პროგრამული კოდი 35 03 02 09) 

პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება ორსულთა ეფექტიანი პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის გზით.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სიკვდილიანობის შემცირებას ანტენატალური მეთვალყურეობის გზით;
  • მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობას;
  • გენეტიკური პათოლოგიების ადრეულ გამოვლენას;
  • ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას;
  • ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგს;
  • ახალშობილთა სმენის სკრინინგულ გამოკვლევას, რაც გულისხმობს სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით;
  • მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფას.

 

ზემოაღნიშნული ღონისძიებებიდან ცენტრი ახორციელებს შემდეგ კომპონენტებს: 

  • ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფას;
  • ახალშობილთა სმენის სკრინინგულ გამოკვლევას, რაც გულისხმობს სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით.