ეპიდზედამხედველობის პროგრამა (პროგრამული კოდი 35 03 02 03)

პროგრამის მიზანია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება;

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ადმინისტრაციულ ერთეულებში და მუნიციპალურ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა;
  • იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და მუნიციპალურ დონეზე ლოჯისტიკის განხორციელება;
  • მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის გაუმჯობესება;
  • გადამდებ დაავადებათა დროულად გამოვლენის გაუმჯობესება ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით.