ლაბორატორიული ჩარევების კლასიფიკატორი

კლასიფიკატორში გამოყენებულია ზოგიერთ საერთაშორისო სტატისტიკურ კლასიფიკატორებში (ICD-10) მიღებული კოდირების პრინციპი - კოდი ფორმირდება ანბანური და ციფრული ნიშნულებით. ანბანური კომპონენტი შეესაბამება თითოეული თავის ინგლისური დასახელების შემოკლებებს, დაცულია კოდირების იერარქიული პრინციპი - ციფრული ნიშნულების რაოდენობა განსაზღვრავს დეტალიზაციის სიღრმეს. 

ბიოლოგიური მასალის შესაბამისად, ლაბორატორიული ჩარევების კლასიფიკატორი დაყოფილია 15 თავად,  თითოეული თავი აგებულია შიდა ლოგიკური სტრუქტურის დაცვით. ბიოლოგიური სითხეების შესაბამისი თავები დაყოფილია ძირითად 3 ნაწილად: ფიზიკური თვისებების განმსაძღვრელი გამოკვლევები; ქიმიური და ბიოქიმიური გამოკვლევები; მიკროსკოპიული გამოკვლევები. გამონაკლისს წარმოადგენს I თავი - სისხლი - რომლის სტრუქტურაში აგრეთვე გამოყოფილია ჰემატოლოგიური და სისხლის კოაგულაციური უნარის განმსაზღვრელი გამოკვლევების ბლოკები. მიკრობიოლოგიის თავი აერთიანებს ბაქტერიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ გამოკვლევებს და  მიკოლოგიას და პარაზიტოლოგიას. ეს თავი მოიცავს ძირითად სადიაგნოსტიკო ტესტებს, კონკრეტული პათოგენური აგენტის იდენტიფიცირების გარეშე. პათოგენური აგენტის მითითება შესაძლებელია დანართების მეშვეობით, რომლებშიც გამოყენებულია ანბანური პრინციპი.