სკანდინავიური ქვეყნების ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორი NCSP

ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორი შემუშავებულია სკანდინავიური ქვეყნების სამედიცინო სტატისტიკის კომიტეტის (NOMESCO)მიერ 1996 წელს. კლასიფიკატორი თავსებადია ICD-10-თან; მოიცავს დაახლოებით 11000 ჩარევის ჩამონათვალს; წარმოადგენს NORD DRG სისტემის საფუძველს; დანერგილია 7 ქვეყანაში. კლასიფიკატორი მოიცავს ქირურგიული პროცედურების 15 ძირითად თავს, რომლებიც სხეულის ფუნქციონალურ-ანატომიური სისტემების მიხედვით არის დალაგებული და ერთ დამატებით თავს. ყველა თავში მოცემულია პროცედურების ძირითადი კოდები, თითოეული მათგანი კონკრეტული პროცედურის უნიკალურ იდენტიფიკატორს წარმოადგენს. დამატებითი თავის კოდები ყალიბდება როგორც პროცედურის ზოგადი მახასიათებელი, რომელიც ძირითადი პროცედურის კოდის დამატებით ინფორმაციას იძლევა.