პროგრამის მიზანია, საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. 

პროგრამის სკრინინგული კვლევის კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: 

  • სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებისა და ლაბორატორიული სახარჯი მასალების შესყიდვას;
  • შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემას იმ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე მოთხოვნის შესაბამისად, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების გამოყენებით;
  • მოსახლეობის ინფორმირებას C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარების თაობაზე;
  • მოსახლეობის სკრინინგის ჩატარებას, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით, დკსჯეც-ის რეგიონული ლაბორატორიების ბაზაზე და გამსვლელი ბრიგადების გამოყენებით;
  • C ჰეპატიტზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალს დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად;
  • C ჰეპატიტზე სკრინინგის შედეგების აღრიცხვას ელექტრონული ფორმით;
  • კომპონენტის ადმინისტრირების უზრუნველყოფას.