ტუბერკულოზის მართვა (პროგრამული კოდი 35 03 02 07)
  • ტუბერკულოზით დაავადებულთა ამბულატორიულ მომსახურებას, რაც მოიცავს ტუბერკულოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის დიაგნოსტიკას, დადასტურებული შემთხვევების ამბულატორიულ ზედამხედველობას და უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობას სპეციფიკური ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით;
  • ეპიდზედამხედველობას, რაც მოიცავს დადასტურებული მგბ+ შემთხვევების კონტაქტების კვლევას, ზედამხედველობიდან დაკარგული პაციენტების და სასჯელაღსრულების სისტემიდან გათავისუფლებულ პირების მოძიებას და რეფერალს მკურნალობის გასაგრძელებლად;
  • ლაბორატორიულ კონტროლს და ნახველის ლოჯისტიკას, რომელიც ითვალისწინებს ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების ლაბორატორიულ დადასტურებასა და მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკურ კვლევებს;
  • სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და სპეციფიკურ ქირურგიულ სტაციონარულ მომსახურებას;
  • პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვას და გადაცემას;
  • ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონულ მართვას და მონიტორინგს;
  • ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვას, მიღებას და ტრანსპორტირებას;
  • სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი წახალისების საშემოსავლო გადასახადისა და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა (თვეში არაუმეტეს 225 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსებას.

ზემოაღნიშნული ღონისძიებებიდან ცენტრი ახორციელებს შემდეგ კომპონენტებს: 

  • ეპიდზედამხედველობას;
  • ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვას და მონიტორინგს;
  •  ლაბორატორიული კონტროლის და ნახველის ლოჯისტიკას;