data:application/vnd.ms-word;charset=utf-8, Export HTML To Doc

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-20/ნ

2018 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 16 ოქტომბრის N5128-Iს საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის ბრძანება №01-37/ნ- ვებგვერდი, 22.04.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:
1. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი №1).
2. თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები (დანართი №2).
3. გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ამ ნაწარმის შესახებ ინფორმაციის ანგარიშგების ფორმა (დანართი 3).  
4. გასახურებელ თამბაქოსა და თამბაქოს ახალ ნაწარმში შემავალი ნივთიერებების გაზომვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი 4).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.


მუხლი 2
1. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის შესახებ საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) მატარებელი).
2. მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარუდგინოს ცენტრს, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.

3. გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია შეტყობინების სახით ცენტრს მიაწოდოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №3 და №4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება ცენტრს უნდა მიეწოდოს შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის ბრძანება №01-37/ნ- ვებგვერდი, 22.04.2019წ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.


მუხლი 3
1. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა  და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებით  (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150  დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ: ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილ/აკრედიტებულ ლაბორატორიაში, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.

 2.  თამბაქოს ახალი ნაწარმის და გასახურებელი თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი აღნიშნულ ნაწარმში შემავალი ნიკოტინისა და სხვა ნივთიერებების საერთო კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით. აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ცენტრისთვის ხდება ამ ბრძანებით განსაზღვრული დანართი №4-ის შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.


მუხლი 4
1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ №1, №2, №3 და №4 დანართებში მითითებული ინფორმაციის  ანგარიშგების დროს დაცულია თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის კომერციული საიდუმლოება და ამგვარი ანგარიშგება არ აწესებს თამბაქოს მწარმოებლებზე ან/და იმპორტიორზე დაუსაბუთებელ ტვირთს ამ ინფორმაციის შედგენისა და ანგარიშგებისთვის საჭირო დროის, ხარჯების და ძალისხმევის კუთხით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და სრულად წარადგინოს იგი. ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა (მათ შორის არაზუსტი/არასრული წარდგენა) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155​7 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.

 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155​7 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და შესაბამისად, 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის გათვალისწინებით, ცენტრი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 და №3  დანართებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შევსებისას თავად უთითებს შესაბამის ველში იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. 

4. მონაცემები თამბაქოს ნაწარმში შემავალი ინგრედიენტებისა და ნივთიერებების კონცენტრაციის დონის შესახებ, აგრეთვე გამოყენებული ინგრედიენტების ტოქსიკოლოგიური მონაცემების შესახებ არ განიხილება კონფიდენციალურ ინფორმაციად და შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის ბრძანება №01-37/ნ- ვებგვერდი, 22.04.2019წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.

მუხლი 5
ცენტრი პასუხისმგებელია არ გაამჟღავნოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3 და №4 დანართებით მიღებული ინფორმაცია, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული დამუშავებული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.


მუხლი 6
ეთხოვოთ თამბაქოს მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ncdc.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.

მუხლი 7
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო





დანართი №1

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №01-30/ნ - ვებგვერდი, 20.03.2020წ.  

ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი

1. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის  №150 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ: ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის შესახებ ანგარიში.

2. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის  №150 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ: ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის ჩატარებაზე უფლებამოსილი ლაბორატორიის:

ა) დასახელება და საქმიანობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დასკვნა (ცნობა) გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების თაობაზე.

  დანართი №2

თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები

 1. მწარმოებლის ან/და იმპორტიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები:

 

 

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში )

 1

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 2

დაწესებულების/კომპანიის სახელწოდება

(წარმომდგენის ოფიციალური სახელწოდება)

 

 

 3

საქმიანობის ტიპი

(მიეთითება წარმომდგენი არის მწარმოებელი თუ იმპორტიორი)

 

 

 4

დაწესებულების/კომპანიის იურიდიული მისამართი

 

 

5

დაწესებულების/კომპანიის ფაქტობრივი  მისამართი

(ივსება, თუ ფაქტობრივი მისამართი განსხვავდება იურიდიული მისამართისგან)

 

 

 6

დაწესებულების საკონტაქტო მონაცემები:

ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა

 

 

 7

ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი/დაწესებულების ხელმძღვანელი (სახელი, გვარი)

 

 

8

ანგარიშგების ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაწესებულების ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

2.   თამბაქოს ნაწარმის დახასიათება:

 

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

(ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში)

შენიშვნა

 1

თამბაქოს ნაწარმის სახეობა

 

 

მიეთითება თამბაქოს ნაწარმის სახეობა

 2

თამბაქოს ნაწარმის სიგრძე

 

 

 

მიეთითება ერთეული ნაწარმის საშუალო სიგრძე მილიმეტრებში

 3

თამბაქოს ნაწარმის დიამეტრი

 

 

 

მიეთითება ერთეული ნაწარმის დიამეტრი (მაქსიმალური დიამეტრით გაზომვის წერტილი) მილიმეტრებში

 4

თამბაქოს ნაწარმის წონა

 

 

 

მიეთითება ერთეული ნაწარმის წონა (შესახვევი თუთუნისთვის ერთი ერთეული არის 1 გრამი), დამატენიანებელის (მილიგრამებში) ჩათვლით

 5

თამბაქოს წონა ნაწარმში

 

 

 

მიეთითება თამბაქოს მთლიანი წონა ერთეულ ნაწარმში, მილიგრამებში)

 6

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის იდენტიფიკაცია

 

 

 

 თუ წარმდგენი არ არის მწარმოებელი, მიუთითეთ ნაწარმის მწარმოებლ(ებ)ის კომპანიის ოფიციალური სახელ(ებ)ი, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით

 7

თამბაქოს ნაწარმის ფილტრი

 

 

მიეთითება ფილტრის არსებობა ნაწარმში

 8

თამბაქოს ნაწარმის ფილტრის სიგრძე

 

 

 მიეთითება ფილტრის სიგრძე მილიმეტრებში

 9

თამბაქოს ნაწარმის წარმოების ადგილის მისამართი

 

 

 მიეთითება თითოეული მწარმოებლისათვის ნაწარმის წარმოების ქვეყანა/მისამართი

10

თამბაქოს ნაწარმის ტექნიკური დოკუმენტი

 

 

ტექნიკური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება დანამატების ზოგადი აღწერილობისა და მათი თვისებების შესახებ

 11

თამბაქოს ნაწარმის ბრენდის სახელწოდება

 

 

მიეთითება ნაწარმის ბრენდის სახელწოდება

 12

თამბაქოს ნაწარმის ბრენდის ქვეტიპის დასახელება

 

 

 ბრენდის ქვეტიპის სახელწოდება ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც ნაწარმი ბაზარზეა რეგისტრირებული

 13

თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსების თარიღი

 

 

 მიეთითება თარიღი, როცა წარმდგენმა ნაწარმი განათავსა ბაზარზე

 14

თამბაქოს ნაწარმის ბაზრიდან გამოტანის თარიღი

 

 

თუკი საანგარიშო პერიოდში მოხდა ნაწარმის ბაზრიდან გატანა, მიუთითეთ გატანის თარიღი

 15

თამბაქოს ნაწარმის შიდა საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

წარმდგენის მიერ ნაწარმისთვის მინიჭებული შიდა ID ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 16

თამბაქოს ნაწარმის UPC ნომერი

 

 

მიეთითება UPC-12 (ნაწარმის უნივერსალური კოდი), ასეთის არსებობის შემთხვევაში

 17

თამბაქოს ნაწარმის EAN ნომერი

 

 

მიეთითება EAN-13 ან EAN-8 (European Article Number), ასეთის არსებობის შემთხვევაში

 18

თამბაქოს ნაწარმის GTIN ნომერი

 

 

 მიეთითება GTIN (გლობალური სავაჭრო საიდენტიფიკაციო ნომერი), ასეთის არსებობის შემთხვევაში

 19

თამბაქოს ნაწარმის SKU ნომერი

 

 

 მიეთითება SKU (საფონდო შენახვის ერთეული), ასეთის არსებობის შემთხვევაში

 20

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში ერთეულების რაოდენობა

 

 

მიეთითება ერთეულ პაკეტში/კოლოფში არსებული ნაწარმის რაოდენობა ცალობით

 3.   ინგრედიენტების აღწერა: თამბაქო

ფორმა ივსება ნაწარმში გამოყენებული  თითოეული თამბაქოს ინგრედიენტისთვის ფოთლის დამუშავების, ფოთლის ტიპის და ელემენტის ტიპის თითოეული კომბინაციისათვის.

ველი

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში )

შენიშვნა

 1

თამბაქოს ელემენტის ტიპი

 

 

მიეთითება თამბაქოს ელემენტის ტიპი

 2

თამბაქოს ელემენტის აღწერა

 

 

მიეთითება წარმოებული ელემენტის რეცეპტში მოცემული ზოგადი აღწერა. აღწერა უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას წარმოებული თამბაქოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობების შესახებ

 3

თამბაქოს ელემენტის მომწოდებელი

 

 

მიეთითება ინფორმაცია თითოეული მიმწოდებლის თაობაზე, მიუთითეთ კომპანიის ოფიციალური სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით

 4

თამბაქოს ფოთლის სახეობა

 

 

მიეთითება  გამოყენებული თამბაქოს ფოთლის სახეობა

 5

თამბაქოს ფოთლის დამუშავების მეთოდი

 

 

 მიეთითება მეთოდი, რომელიც გამოყენებულია თამბაქოს ფოთლის დასამუშავებლად

 6

თამბაქოს  ელემენტის რაოდენობა

 

 

მითითება  წონა მილიგრამებში ერთეული ნაწარმისთვის

4. ინგრედიენტების აღწერა: დანამატები და სხვა ნივთიერებები/ელემენტები

ფორმა ივსება თითოეული ინგრედიენტისთვის ცალ-ცალკე

 

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში )

შენიშვნა

 1

ინგრედიენტის კატეგორია

 

 

მიეთითება ნაწარმის შემადგენლობის კატეგორია (ფილტრი, ქაღალდი და ა.შ.)

 2

ინგრედიენტის დასახელება

 

 

 მიეთითება ინგრედიენტის ქიმიური დასახელება, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 3

ინგრედიენტის CAS (ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი) ნომერი

 

 

 მიეთითება CAS ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 4

ინგრედიენტის დამატებითი CAS (ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო ნომერი) ნომერი

 

 

მიეთითება დამატებითი CAS ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

5

ინგრედიენტის FEMA (არომატისა და ექსტრაქტის მწარმოებელთა ასოციაციის) ნომერი

 

 

მიეთითება FEMA (არომატისა და ექსტრაქტის მწარმოებელთა ასოციაცია) ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

6

ინგრედიენტის დანამატის ნომერი (E)

 

 

 თუ ინგრედიენტი არის საკვები დანამატი, მიეთითება საკვები დანამატის E ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

7

ინგრედიენტის FL (ევროპული არომატიზატორის) ნომერი

 

 

 მიეთითება FL ნომერი (ევროპული არომატიზაციია) ასეთის არსებობის შემთხვევაში

8

ინგრედიენტის EC (ევროგაერთიანების) ნომერი

 

 

 მიეთითება ევროგაერთიანების ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 9

ინგრედიენტის რაოდენობის ცვლილება

 

 

მიეთითება ინფორმაცია იმის თაობაზე, მერყეობს თუ არა ინგრედიენტის რაოდენობა სასაქონლო სერიაში

 10

რეცეპტში მითითებული ინგრედიენტის რაოდენობა

 

 

მიეთითება ერთეულ ნაწარმში შემავალი ინგრედიენტის სტანდარტული წონა მილიგრამებში, რეცეპტის მიხედვით

 11

რეცეპტში მითითებული ინგრედიენტის რანჟირების მინიმალური დონე

 

 

მიეთითება თამბაქოს ფოთლის ბუნებრივი ვარიაციების დასაზუსტებლად რეცეპტში მითითებულ ერთეულ ნაწარმში შემავალი ინგრედიენტის უდაბლესი წონა (მილიგრამებში), თუკი დეკლარირებული რაოდენობა მერყეობს/ვარირებადია

 12

რეცეპტში მითითებული ინგრედიენტის რანჟირების მაქსიმალური დონე

 

 

მიეთითება თამბაქოს ფოთლის ბუნებრივი ვარიაციების დასაზუსტებლად რეცეპტში მითითებულ ერთეულ ნაწარმში შემავალი ინგრედიენტის უმაღლესი წონა (მილიგრამებში), თუკი დეკლარირებული რაოდენობა მერყეობს/ვარირებადია

 13

 

გაზომილი ინგრედიენტის სტანდარტული დევიაცია (SD)

 

 

 მიეთითება თითო სტანდარტიზებულ სერიაში ერთეულ ნაწარმზე დამატებული ინგრედიენტის საშუალო წონა, რომელიც გამოანგარიშებულია საშუალო სტატისტიკურით

 14

ინგრედიენტის ფუნქცია

 

 

მიეთითება ინგრედიენტის ფუნქცია/ფუნქციები

 15

ინგრედიენტის დანამატის პრიორიტეტულობა

 

 

მითითება ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა ინგრედიენტი დადგენილი პრიორიტეტული სიის ნაწილი (იხ. თანდართული პრიორიტეტული დანამატების ცხრილი)

 16

არააალებადი ინგრედიენტის სტატუსი

 

 

 მიეთითება ინფორმაცია იმის შესახებ, ხასიათდება თუ არა ინგრედიენტი არააალებად  ფორმაში ტოქსიკურობით, ან აქვს თუ არა კანცეროგენული, მუტაგენური ან ტოქსიკური რეპროდუქციული თვისებები

 17

ინგრედიენტის რეგისტრაციის REACH (ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავრორიზაციის და შეზღუდვის) ნომერი

 

 

მიეთითება ნომერი ასეთის არსებობის შემთხვევაში (Regulation (EC) No 1907/2006 მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 18

ინგრედიენტი CLP -(მარკირებისა და შეფუთვის  კლასიფიკაციით)

 

 

მიეთითება ინგრედიენტის კლასიფიკაცია (Regulation (EC)

No 1272/2008 მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 19

ინფორმაცია ინგრედიენტის ტოქსიკურობის შესახებ

 

 

მიეთითება ინფორმაცია  ნივთიერების ტოქსიკურობის  შესახებ, განურჩევლად იმისა, ის იზოლირებული სახითაა თუ ნაერთის შემადგენელი ნაწილია, თითოეულ შემთხვევაში მიუთითეთ, ტოქსიკურობა  დამახასიათებელია ნივთიერების წვისას ან არააალებად   მდგომარეობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 20

ინგრედიენტის ტოქსიკურობა   CMR -რეპროდუქციისას კანცეროგენურობის და მუტაგენურობის თვალსაზრისით

 

 

 მიეთითება ინფორმაცია ინგრედიენტის რეპროდუქციის კანცეროგენურობის, მუტაგენურობის ან ტოქსიკურობის დამადასტურებელი კვლევის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 21

ინგრედიენტის ტოქსიკურობა კარდიოპულმონარულ სისტემასთან მიმართებით

 

 

 მიეთითება ინფორმაცია ინ-ვიტრო და ინ-ვივო კვლევების თაობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და სუნთქვის ორგანოებზე ინგრედიენტის ტოქსიკური გავლენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 22

ინგრედიენტის ადიქტიურობა

 

 

მიეთითება ინფორმაცია ინგრედიენტის თაობაზე, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 23

ინგრედიენტის ტოქსიკურობის სხვა მაჩვენებელი

 

 

 მიეთითება ინფორმაცია ინგრედიენტის სხვა ტოქსიკური თვისებების შესახებ, რომელიც არ არის აღნიშნულ ცხრილში მითითებული

 24

ინგრედიენტის ტოქსიკურობის/ადიქტიურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

 

 

 ანგარიშს დაურთეთ დოკუმენტაცია ამ ცხრილის მე-19-23-ე პუნქტში მითითებული ინგრედიენტების ტოქსიკური/ადიქტიური თვისებების დამადასტურებელი კვლევების თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

5.   ფილტრიანი სიგარეტის სახეობა:

ფორმა ივსება დამატებით მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტების შემთხვევაში

 

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში )

შენიშვნა

 1

სიგარეტის მახასიათებელი არომატი

 

 

სიგარეტის არომატის აღწერა/კლასიფიკაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 2

სიგარეტის ფილტრის ვენტილაცია

 

 

 მიეთითება ინფორმაცია ფილტრის სრული ვენტილაციის თაობაზე (0-100 %)

 3

სიგარეტის ფილტრის დახურული ხვიანები

 

 

 მიეთითება ზეწოლის დონე დახურულ ხვიანებთან (mmH2O)

 4

სიგარეტის ფილტრის ღია ხვიანები

 

 

მიეთითება ზეწოლის დონე ღია ხვიანებთან (mmH2O)

6.  არმოსაწევი თამბაქოს დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქოს სახეობა:

ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ არმოსაწევი თამბაქოს შემთხვევაში

 

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში )

შენიშვნა

 1

არმოსაწევი თამბაქოს pH

 

 

მიეთითება ნაწარმის pH

 2

არმოსაწევ თამბაქოში  ნიკოტინის შემცველობა

 

 

მიეთითება ნიკოტინის ჯამური შემცველობა ერთეულ ნაწარმში

7.   შესახვევი თუთუნის და საჩიბუხე თამბაქოს სახეობა:

ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ შესახვევი თუთუნისა და საჩიბუხე თამბაქოს შემთხვევაში

 

ინფორმაცია

(ველი ივსება ანგარიშგების წარმომდგენის მიერ)

ინფორმაცია კონფიდენციალურია

( ივსება წარმომდგენის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის შემთხვევაში )

შენიშვნა

 

შესახვევ თუთუნში/საჩიბუხე თამბაქოში ნიკოტინის სრული შემცველობა

 

 

მიეთითება ნაწარმის ნედლეულში ნიკოტინის სრული შემცველობა ერთეულ ნაწარმში (1 გრამში)

 * დანამატების პრიორიტეტული სია

დანამატი

ქიმიური ფორმულა

(არსებობის შემთხვევაში)

ნივთიერებისთვის მინიჭებული CAS ნომერი (ნომრები)

კერატის მარცვალი

 

9000-40-2, 84961-45-5

კაკაო

 

84649-99-0, 84649-99-3, 95009-22-6, 8002-31-1

დიაცეტილი

C4H6O2

431-03-8

ფენუგრიკი

 

68990-15-8, 977018-53-3, 84625-40-1

ლეღვის ექსტრაქტი

 

90028-74-3

გერანიოლი

C10H18O

106-24-1, 8000-46-2

გლიცერინი

C3H8O3

56-81-5

გუაიაკოლი

C6H4(OH)(OCH3)

90-05-1

გუარის გუმფისი

 

9000-30-0

ძირტკბილას ექსტრაქტი

 

68916-91-6

მალტოლი

C6H6O3

118-71-8

მენთოლი

C10H20O

2216-51-5, 15356-60-2, 89-78-1, 1490-04-6, 8006-90-4, 68606-97-3, 84696-51-5, 8008-79-5

პროპილენგლიკოლი

C3H8O2

57-55-6

სორბიტოლი

C6H14O6

50-70-4

ტიტანის დიოქსიდი

TiO2

13463-67-7, 1317-70-0