Logo

ოსტეოპოროზის მსოფლიო დღე 20 ოქტომბერი 2020

title

ოსტეოპოროზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 20 ოქტომბერს აღინიშნება, იგი წარმოადგენს კამპანიას ოსტეოპოროზისა და კუნთოვანი დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

ოსტეოპოროზის მსოფლიო დღე დაარსდა ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდის მიერ 1998 წელს.

 

რატომ არის ოსტეოპოროზის მსოფლიო დღე ასე მნიშვნელოვანი?

ამ დღეს მსოფლიო ექსპერტები იკრიბებიან, რათა განიხილონ ოსტეოპოროზისა და კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაავადებების უზარმაზარი ტვირთი, აგრეთვე ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელთა განხორციელებით შესაძლებელია ოსტეოპოროზის  პრევენცია და მართვა.

 

ოსტეოპოროზი მსოფლიო პრობლემაა

ოსტეოპოროზი ძვლების დაავადებაა, რომელიც ძვლების სტრუქტურის ცვლილებას, მასის და სიმკვრივის შემცირებას იწვევს. ასეთ მდგომარეობაში იზრდება ხერხემლის, ბარძაყის ყელის, მცირე მენჯისა და მხრის სარტყლის ძვლების მოტეხილობის რისკი.

 

ოსტეოპოროზი გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციისHOმონაცემებით ყოველი მე-3 ქალი და მე-5 მამაკაცი, 50 წლის ასაკის ზევით დაავადებულია ოსტეოპოროზით, რაც 200 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.  ექსპერტთა შეფასებით, ოსტეოპოროზი/ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას შეუძლია მნიშვნელოვნად შეასუსტოს ოსტეოპოროზის შედეგები.

 

50 წელს გადაცილებულ ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია ძვლის ქსოვილის სწრაფი და გამოხატული განლევის რისკი; ისინი დგანან ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხის წინაშე. დღეისათვის ოსტეოპოროზით დაავადებული 4 პაციენტიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში ხდება დიაგნოზის დადგენა მოტეხილობის გამოვლენამდე.

 

ხანდაზმულ ადამიანებში ოსტეოპოროზული მოტეხილობები არის ტკივილის, ინვალიდობის და დამოუკიდებლობის დაკარგვის ძირითადი მიზეზი. ის ასევე შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.

 

მნიშვნელოვანი ფაქტები:

ოსტეოპოროზის გამო 50 წელს გადაცილებულ სამიდან ერთ ქალს და ხუთიდან ერთ მამაკაცს ექმნება  ძვლის მოტეხილობოს პრობლემა.

 

ყოველწლიურად ოსტეოპოროზის გამო 9 მილიონამდე მოტეხილობა აღინიშნება.   ყოველ სამ წამში ერთი მოტეხილობა ვლინდება.

მოსახლეობის ურბანიზაცია და დაბერება ოსტეოპოროზის სწრაფი ზრდის ხელშემწყობი ფაქტორებია.

 

პაციენტთა უმეტესობას, რომლებსაც აქვთ ოსტეოპოროზული მოტეხილობა, არასოდეს ჩაუტარებიათ სკრინინგი  და მკურნალობა.

 

ყოველი  მოტეხილობა ასოცირდება 86%-ით ახალი მოტეხილობის რისკთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ძვლის სიმკვრივე   ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (მაგალითად, გენეტიკური ფაქტორები) მცირდება, შესაძლებელია ჩუმი დაავადების თავიდან ასაცილება.

 

პირველი ნაბიჯი, ასაკისა და ძვლის მდგომარეობის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესია, ის  მოიცავს რეგულარულ ვარჯიშს, რომელიც მიზნად ისახავს კუნთების გამაგრებას, კალციუმის, ცილის, ვიტამინის და სხვა მნიშვნელოვანი დიეტური კომპონენტებით მდიდარი საკვების მიღებას, აგრეთვე ისეთი მავნე ჩვევებისგან თავის არიდებას,  როგორიცაა მოწევა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება.

 

ამასთან, მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში ეს ღონისძიებები არ არის საკმარისი ოსტეოპოროზული მოტეხილობების თავიდან ასაცილებლად, - შესაძლოა აუცილებელი იყოს  ოსტეოპოროზის  საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება.

 

მოწევა

მწეველებს ოსტეოპოროზის და კუნთოვანი სისტემის სხვა დაავადებების, ასევე  მოტეხილობის გაცილებით მაღალი რისკი აღენიშნებათ არამწეველ ადამიანებთან შედარებით. მოწევა 1.8-ჯერ ზრდის ბარძაყის ყელის  მოტეხილობის რისკს.  

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით გამოყენება

ადამიანები, რომლებიც დღეში ორ ჭიქაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ, საშუალოდ, 40%-ით მაღალი აქვთ ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკი მათთან შედარებით, რომლებიც ზომიერად ან საერთოდ არ მოიხმარენ მას

სხეულის მასის დაბალი ინდექსი

ძალზე  მნიშვნელოვანია სხეულის ნორმალური  წონის შენარჩუნება. სხეულის მცირე წონა (20–ზე ნაკლები სხეულის მასის ინდექსი) ოსტეოპოროზის რისკის ფაქტორია. სხეულის დაბალი წონა ასევე შეიძლება იყოს განპირობებული არაჯანსაღი კვებითა  და ძვლის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტების  (კალციუმი, თუთია, სხვადასხვა ვიტამინი) შეზღუდული მიღებით.

 

არასათანადო კვება

ცილებისა და ცხიმების ადექვატური რაოდენობის შემცველი დიეტა ნებისმიერ ასაკში კარგია ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმისთვის ცილების  ადექვატური მიწოდება ხელს უწყობს კალციუმის ნორმალურ ათვისებას, ხოლო დიდი რაოდენობით კი იწვევს შარდით კალციუმის გამორეცხვას, ცხიმების დეფიციტის დროს მცირდება D ვიტამინის სინთეზი, ხოლო ცხიმების მნიშვნელოვანი სიჭარბისას კალციუმის შეწოვა. კვების დარღვევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხანდაზმულებში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი მიდრეკილნი არიან ოსტეოპოროზისკენ, ვარდნისა და მოტეხილობისკენ.

 

D ვიტამინის უკმარისობა

D ვიტამინი სინთეზირდება  კანში, როდესაც კანი მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. D ვიტამინი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რადგან აუმჯობესებს კალციუმისა და მაგნიუმის  შეწოვას